ყველასთვის, ვისაც ორი გრამი ტვინი და ამის ნახევარი ნამუსი გააჩნია-ბიბილაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ყველასთვის, ვისაც ორი გრამი ტვინი და ამის ნახევარი ნამუსი გააჩნია-ბიბილაშვილი

"დიდი სურათის დანახვა და შეფასება ძალიან მარტივია. ყველასთვის, ვისაც ორი გრამი ტვინი და ამის ნახევარი ნამუსი გააჩნია:
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირველ პრეზიდენტს ქოცებმა სამშობლოს ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალი. გამსახურდიამ წულუკიანის მამის სასამართლომდე ვერ მიაღწია (სადაც ადამიანებს ბითუმად ხვრეტდნენ), რომ მისთვის წაყენებული ბრალდებისთვის ეპასუხა. ის დევნილობაში მოკლეს.
შემდეგი 13 წელი უბრალო ადამიანებმა სიბნელეში, სიცივეში, ტოტალურ კორუფციაში, უკიდურეს სიღარიბეში, ყოველდღიურ მკვლელობებში, გატაცებებში, ყაჩაღობებში და სრულ უიმედობაში ვიცხოვრეთ. ხალხი ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობდა - ციხეში რუსეთის აგენტის მიერ დადგმულ კი არა, რეალურ წამებაზე ქუჩაში გამოსვლა ვის მოუვიდოდა აზრად? საკუთარ სახლებში აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს მაშინ ჯერ კიდევ ღირსებაშეულახავები.
2003 წლის ბოლოდან ეს ყველაფერი დამთავრდა. 9 წელი იბრძოდნენ 90-იანების შემოქმედნი, სანამ 2012 წელს რევანში არ შედგა: რუსეთის აგენტის დახმარებითა და დღემდე უცნობი მკვლელის მიერ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით, "სისხლიანი 9 წელი" დასრულდა.
ქოცებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაასამართლეს: 7 პიჯაკისთვის, ჰაველის და კაჩინსკის გასვენებებში მიტანილი თაიგულებისთვის, შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, სახელმწიფო გადატრიალების არდაშვებისთვის და ვიღაც ტიპის ცემისთვის (სადაც მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა ორმა პოლიტიკურმა მტერმა მისცა).
როგორც იტყვიან, გააგრძელე საქართველოს ისტორია. ოღონდ ისე, რომ არ შეგრცხვეს"-წერს ზაზა ბიბილაშვილი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი.

'.$TEXT['print'].'