"ჩვენ მოზვერი გავყიდეთ და იმით გამოვაწყვეთ ბავშვები სკოლისთვის"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენ მოზვერი გავყიდეთ და იმით გამოვაწყვეთ ბავშვები სკოლისთვის"

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ოზურგეთის მოსახლეობა,წელს განსაკუთრებული გაჭირვებით ხვდება.ყველამ ვიცით,გურულების ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი,ფაქტიურად განადგურებულია, შესაბამისად ხალხი იძულებულია სხვადასხვა გზები გამონახოს და უყიდონ ბავშვებს სასკოლო ნივთები და ჩასაცმელი რადგან, ახალ სასწავლო წელს,მათმა შვილებმა ეს სიდუხჭირე ვერ იგრძნონ.

გაძვირებულია თუ არა წელს სასკოლო ნივთები,ან რა შემოსავლებით აპირებენ წელს ბავშვების სასკოლოდ მომზადებას, “გურიის მოამბე“ მოსახლეობას გაესაუბრა:

ყველაფერი გაძვირებულია,ორი შვილი მყავს, ორივე  სკოლაში დადის.თხილის მოსავალი წელს არ გვაქვს. ჩვენ  მოზვერი გავყიდეთ  და იმით გამოვაწყვეთ  ბავშვები-გვიამბო ქეთი  კვაჭაძემ.

მესამე  კლასელია  ჩემი შვილი. ფასები სასკოლო ნივთებზე ძაან გაძვირებულია. წიგნებს სკოლა არიგებს, მაგრამ დანარენი რაც სჭირდება:რვეულები,ფანქრები, სახაზავი ყველაფერი ძალიან ძვირია. შემოსავალი სამსახურიდან  აღებული ხელფასია, მეტი  შემოსავალი არაფერი  არ მაქვს“-მანონი..  

ორი შვილი მყავს,  ჯერ არ მიყიდია არაფერი. ძალიან გაძვირებულია ყველაფერი  და ფული არაა. არც  თხილის შემოსავალია და არც  არაფერი. მე  ბებიამ, ჩემი პენსიით 180 ლარით  უნდა ვუყიდო  ბავშვებს სასკოლოდ  და გვეყოფა  180 ლარი?  ძალიან ძნელია .  ჯერ დავდივართ ბაზრობაზე,   ვეცნობით ფასებს და მოვდივართ უკან. 20 ლარს რომ ჩანთაში მისცემ,  სხვა რა უნდა ჰქნა. წელს ყველაფერი გაძვირებულია.  ყველამ იცის  გაძვირებლი  რომაა, ხალხმაც და მთავრობამაც. გაძვირებულია  საჭმელიც, პროდუქტებიც. ფეხასაცმელი ხომ უნდა უყიდო ბაღანას,სხვაზე ნაკლებს  ხომ არ ჩააცმევ.  საწერი კალამი და რვეული  ხომ უნდა ? ყველაფერი ძვირია. მარტო ჩემი პენსია  რას მეყოფოდა,ბანკიდან გამოვიტანე 300 ლარი,რომ შვილიშვილებს რამე ვუიდო.საჭმელიც ვერ წევიღე სახლში.  ჩვენ  ბაილეთში ვცხოვრობთ  და გზის ფულიც  კი არ დაგვრჩა“-ნათელა  თევდორაძე 

გაჭირვებით მოვემზადეთ სკოლისთვის.  ერთი ბავშვი  წელს შემყავს  და მეორე უკვე მოსწავლეა.ტანსაცმელი  უფრო გაძვირებულია, ვიდრე  სასკოლო ნივთები.  რვეულები როგორც იყო  ისეა, 50 თეთრი-1 ლარი.შემოსავალი არაფერი  არ გვაქვს, გვეხმარებიან და ისე ვყიდულობთ  სასკოლო ნივთებს“-. მიქაბერიძე 

ორი ბავშვი მყავს, სკოლის მოსწავლე.   სოციალურად დაუცველი ოჯახი მაქვს, დღეს   ავიღე სესხი   და იმით ვყიდულობ  სასკოლო ნივთების. შედარებით მომატებულია ფასები  ყველაფერზე.განსაკუთრებით,  სახატავ რვეულებზე და  ფერად ფანქრებზე, ძვირია და თანც  უხარისხოა, არ ხატავს. შარშან 5 ლარი გადავიხადე  ფერად ფანქრებში, ვიყიდე  დ საერთოდ არ ხატავდა,  ტყუილად გადავყარე ის ფული“-რუსუდან ძირკვაძე  

 

'.$TEXT['print'].'