მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე (ფოტო)
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე (ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს სტუმ­რობს. იგი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის ჯაზ ბენ­დის გა­მოს­ვლას ეს­წრე­ბა.

ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ გა­იხ­სნა. სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა გია ბო­ხუ­ამ შექ­მნა. 2018 წელს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცია ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დაკ­ვე­თით მარ­კე­ტინ­გულ­მა კომ­პა­ნი­ამ connect 2016 წელს შექ­მნა. კონ­ცეფ­ცი­ის - ან­ბა­ნით მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო / Georgia Made by Characters ტექ­სტის ავ­ტო­რი თა­ნა­მე­რო­ვე მწე­რა­ლი აკა მორ­ჩლა­ძეა, ხოლო ბრენ­დინ­გი გია ბო­ხუ­ას, კახა კა­ხა­ძეს და თაკო ჭა­ბუ­კი­ანს ეკუთ­ვნის. ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლის ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მა პა­ვი­ლი­ონ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით გა­იხ­სნა.

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიმ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად გახ­სნეს.

'.$TEXT['print'].'