გზავნილი "ოცნებას"-"თუ ხალხმა აირჩია ვინმე, დაიცავს კიდეც, თუ ხალხის არსებობა დაგავიწყდათ, გაგახსენებთ"
ავტორი: გურიის მოამბე
გზავნილი "ოცნებას"-"თუ ხალხმა აირჩია ვინმე, დაიცავს კიდეც, თუ ხალხის არსებობა დაგავიწყდათ, გაგახსენებთ"

ოზურგეთის მერის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიზანმიმართული შავი პიარი მიმდინარეობს და ამაში მთელი ძალით არის ჩართული ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიაც, რომელიც ცდილობს ოზურგეთელების სახელით ასაუბროს ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის ძირითად საყრდენად ითვლება დღემდე, მსგავსი "განსაკუთრებული შემთხვევისთვის". 

"გურიის მოამბე" რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ  "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები, თავის ოზურგეთელ აქტივისტებს მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე, 24 საათიან მუშაობას სთხოვენ, სანაცვლოდ კი პირობას დებენ, რომ ოზურგეთის "ქართული ოცნების" მთავარ მოთხოვნას-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის-კონსტანტინე შარაშენიძის დაკავებას-არჩევნებიდან მეორე დღესვე მოიყვანენ სისრულეში.

ეს გზავნილები, ამ დღეებში, "ოცნების" ოზურგეთელ აქტივისტებთან შეხვედრაზე ჩამოსულმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიტო სამხარაძემ გააჟღერა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის კონტროლირებადი მედიიდან ამ დღეებშივე დაიწყება მოქმედი მერის დისკრედიტაცია და მასზე ე.წ. "შავი პიარი". სამხარაძის ამ დანაპირებიდან, მეორე დღესვე, ოზურგეთის მერის წინააღმდეგ კამპანია გაჩაღდა, რომელიც ალბათ არჩევნებამდე არ დაკარგავს თავის შინაარს. ამასობაში კი მერი, რომელმაც, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, არჩევნებამდე ოზურგეთელების უდიდეს ნაწილთან ერთად  მთელი ოპოზიციური სპექტრი მის მხარდამჭერთა რიგებში გააერთიანა, რატომღაც "ნაციონალად" და "ოცნებიდან" სწორედ ამ მიზეზის გამო გარიცხულადაც კი მონათლეს. 

ოზურგეთის მერის წინააღმდეგ გამიზნულად აგორებულ შავ პიარს, სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ასევე იურისტმა, კახა ჩავლეშვილმაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ადგილობრივი არჩევნებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, უპრეცენდენტო შედეგი დაიდო - ოზურგეთის მოსახლეობამ უმძიმესი სახელისუფლებო და არაფორმალური რესურსების ზეწოლის მიუხედავად შესძლო ხელისუფლებიდან გაეშვა მისთვის არასასურველი ადამიანების ჯგუფი, რითაც ძალიან ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ამ ნაბიჯის მნიშვნელობას ვერანაირად ვერ გადაფარავს თუნდაც არჩეულის წარუმატებლება, რადგანაც ხალხმა ირწმუნა, რომ მათი აზრი და ხმა მნიშვნელოვანია, ირწმუნა, რომ მოსყიდვით, დაშინებით და ძალადობით არჩევნების მოგება ოზურგეთში შეუძლებელია.

განცდილი სტრესისა და ხელისუფლებაში სასწრაფოთ უკან დაბრუნების დაუოკებელი წყურვილის ერთმანეთში არევამ ამ ადამიანებში საზოგადოებისათვის სამწუხარო შედეგი გამოიღო. პოლიტიკას თავი, რომ დავანებოთ დაძაბულობამ აშკარად იმატა ადამიანურ ურთიერთობებში, რაც აშკარად იგრძნობა ჩვენს ყოველდღიურობაში. ხელისუფლებისგან წახალისებული ცემა-ტყეპა, სიძულვილის ენა, ადამიანებზე თავდასხმები, მათზე ავადმყოფური გადაკიდება სოციალურ ქსელებში და ლანძღვა-გინება ჩვენთვის სამწუხარო ყოველდღიურობა გახდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივ პრესაში და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით იმატა სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივი მხარდამჭერების მოწოდებებმა და მოთხოვნებმა - ხალხის არჩეული მერისა და მისი მხარდამჭერების რეპრესიებთან დაკავშირებით, რასაც როგორც ეს ხალხი ითხოვს არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების სანაცვლოდ.

ანგარიშწორების სურვილით დაბრმავებული ადამიანები საკმაოდ მკაფიოდ და გარკვევით უხსნიან მოსახლეობას, რომ ოზურგეთლებს სხვებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ ხმა არ მისცენ სალომე ზურაბიშვილს. გვიხსნიან, რომ ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ საფრთხე შევუქმნათ ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და კიდევ იმას, რომ ადგილობრივ ხელი¬სუფლებაში დაბრუნდება კორუმპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელი ჩალის ფასად ყიდდა და ყიდულობდა საჯარო სარგებლობის სივრცეებს, სკვერებს, პარკებს, ტროტუარებს და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს, თხრიდა და ანადგურებდა უნიკალური მდინარეების ხეობებს და კალაპოტებს, ითვისებდა ყველანაირ საზოგადოებრივ სიკეთესა და რესურსებს. ანუ ზურაბიშვილის შტაბი გაცილებით უკეთ და ხარისხიანად აკეთებს იმას, რასაც მათი კონკურენტების შტაბები უნდა აკეთებდეს.

და ბოლოს - თუ კი ხალხმა აირჩია ვინმე დაიცავს კიდეც, თუ კი ხალხის არსებობა დაგავიწყდათ გაგახსენებთ".

'.$TEXT['print'].'