"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“...
ავტორი: გურიის მოამბე
"ლექსიკონიდან ამოვიღოთ ... „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“...

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი, ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ზურაბიშვილმა 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დავით ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილის ჩანაწერს "ოცნებათა ნუსხას" უწოდებდა წერს, რომ ახლა, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია, მისი ეს განცხადებები, გაცილებით დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე მაშინ:

"2012 წლის 9 ოქტომბერს, გვარს არ დავასახელებ და ამჟამად ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუქვეყნებია ე. წ. ოცნებათა ნუსხა. სულ ათი ოცნებაა, სადაც ის მიმართავს სხვადასხვა მინისტრებს და ბოლოს პრემიერ-მინისტრს.

მაშინ ეს ქალბატონი არც საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო და საერთოდ არ გახლდათ სახელისუფლო კოალიციის წევრი, ამიტომ ამ მის ოცნებების მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი აზრებისთვის ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჟღერს.

აქ შემოგთავაზებთ ორიოდ ფრაგმენტს მისი ოცნებებიდან, სადაც ის განსაკუთრებით მავნე და ქვეყნისთვის საზიანო აზრებს აფრქვევს. ვისაც სრული სახით აინტერესებს მისი ოცნებები, იხ. ლინკი კომენტარებში ან მოინახულეთ მისი ფეისბუქგვერდი, კერძოდ 2012 წლის 9 ოქტომბრის სტატუსები.

'.$TEXT['print'].'