საფრანგეთის ელჩი „ომეგა ჯგუფის“ საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
საფრანგეთის ელჩი „ომეგა ჯგუფის“ საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი საქმე გამოუძიებელია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფის“ გარშემო.

 

„ამ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს რეპუტაცია, რომ არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა. მტკიცებულებები, რომლებიც ვიხილეთ, შეშფოთების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო გაერთიანებისთვის. ევროკავშირი და ჩვენ, ელჩები ამ საქმეს სიფრთხილით დავაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ მისი წარმოება მოხდება გამჭვირვალედ და მივა ბლომდე, რადგან ზოგჯერ გამოძიებები ძალიან დიდ ხანს გრძელდება დასკვნის გარეშე და ეს არ არის ის, თუ როგორ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება,“- განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ.

შეგახსენებთ, გუშინ "რუსთავი 2"-მა ახალი ფარული ჩანაწერები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

'.$TEXT['print'].'