"გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა"
ავტორი: გურიის მოამბე
"გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა"
ლევან ბერძენიშვილი ფრანკფურტში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მას ბოდიში მოუხადა და სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი უწოდა.
„სერიიდან - ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან "შნურით" მიბმული", - წერს ბერძენიშვილი.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქზე" ლევან ბერძენიშვილის პოსტს იზიარებს და წერს:

"მე გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა" წერს მიხეილ სააკაშვილი

'.$TEXT['print'].'