“ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“
ავტორი: გურიის მოამბე
“ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია - ამის შესახებ განცხადება, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გააკეთა. 

დოლიძემ "პალიტრა-ნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ ენმ-ს პარლამენტში ყოფნის უფლება არ აქვს. მისივე განცხადებით, ენმ-სთან ჰო "ქართულ ოცნებას" აიძულეს. 

“რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 მტარვალი პარლამენტში დარჩებოდა, ძალიან ბევრ კითხვას დავსვამდი და არ ვიცი, 670 სოფელს მოვივლიდი თუ არა. არავის არაფერი არ დაავიწყდება და არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კოჰაბიტაცია არ შეიძლებოდა. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ჩემთვის არჩევანი არის ერთი - ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცე და არ უნდა დაუშვა, რომ ამათგან ვინმე მობრუნდეს. კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა“ - ვინც დასასჯელია, დაისაჯოს და პასუხი აგოს იმ მხეცობაზე, რასაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდნენ“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

'.$TEXT['print'].'