"ხალხი გაღატაკებულია, პურსა და ბოსტნეულზე გადადიან"
ავტორი: გურიის მოამბე
"ხალხი გაღატაკებულია, პურსა და ბოსტნეულზე გადადიან"

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართული ოცნების" ერთგვარ გააქტიურებასა და გასამართ მეორე ტურთან დაკავშირებით, მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე, „რეზონანსი" კინორეჟისორ გოგი თორაძეს გაესაუბრა.

გოგი თორაძე: "ქვეყნის დატოვების მიზეზია ის, რომ ადამიანებს დააკარგვინეს საკუთარი ფუნქცია, - არ არის სამუშაო, შესაბამისად ოჯახის რჩენას ისინი ვეღარ ახერხებენ.

აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის შედეგი ნულის ტოლია და ამომრჩეველმაც ნდობა დაკარგა მათ მიმართ. შედეგად, ზოგი არჩევნებზე არ მივიდა და ვინც მივიდა, ხმა პრინციპულად სხვა პარტიას მისცა. თუ ხალხი მოატყუეს, ახლა სამაგიერო გადაუხადეს და საბოლოოდ, ეს შედეგი მიიღეს.

მეორე ტურის წინ ამოქმედებას, სჯობდა ეს პირველი ტურის წინ გაეკეთებინათ, თუნდაც ერთი წლით ადრე. მაშინ შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. ახლა კი, როდესაც ის დადებითი შედეგი ვერ მიიღეს, რასაც თავად ელოდნენ, ასეთი გააქტიურება დაიწყეს.

ადამიანებს ესმით ყველაფერი, ადამიანები აზროვნებენ, ადამიანები გრძნობენ... მოქალაქეების 10%-შია ის ფინანსური რესურსი და ისიც თავად უპყრიათ ხელთ. ამ დროს კი, ხალხი გაღატაკებულია. ძლივს არჩენენ ოჯახს, - პურსა და ბოსტნეულზე გადადიან. დაპირებებს უნდა შესრულება და ყველაფერი იქნება პირიქით. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი გამოსწორდეს".

'.$TEXT['print'].'