..."ივანიშვილი 1 წელიწადში როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს ისე დაგვახრჩობს ყველას"
ავტორი: გურიის მოამბე
..."ივანიშვილი 1 წელიწადში როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს ისე დაგვახრჩობს ყველას"

“თუ ამ ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] ჩვენი გული მოიგო და სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, 1 წელიწადში როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს ისე დაგვახრჩობს სულ ყველას. გაცილებით გაჭირდება ჩვენი ცხოვრება, გაცილებით გაღრმავდება ეს ჭაობი და უფსკრული.

ხომ ვიცით, რა კოვზირები უჭირავს ხელში და ასევე მან იცის ჩვენი განწყობები და ფიქრობს, იქნება კიდევ ერთხელ მოგვატყუოს. წინა ხაზზე უნდა წევდნენ ადამიანებს, რომლებიც არიან წესიერი, განათლებული, მშრომელი და პატრიოტი. ნაცვლად ოლეგ იაძისა. ამას წინათ იძახდნენ დათო ზეიკიძე დავიბრუნეთო. როგორ შეიძლება ახალაიებზე კარგი სიტყვა დამცდეს. ძალადობის ფორმატში ახალაიები ზეიკიძესთან ანგელოზები არიან. სს კოდექსში მუხლი არ არის, რომ 90-იან წლებში მას დარღვეული არ ჰქონდეს. კიდევ კარგი ჯაბა იოსელიანი არ არის ცოცხალი, თორემ იმასაც გვერდზე დაიყენებდნენ და ამ კამპანიაში ჩართავდნენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

წყარო: "აიპრესი"

'.$TEXT['print'].'