გავხადოთ საქართველო კვლავ დიდებული-სააკაშვილის სტატია Foreign Policy-ში
ავტორი: გურიის მოამბე
გავხადოთ საქართველო კვლავ დიდებული-სააკაშვილის სტატია Foreign Policy-ში

(ტაბულა) Foreign Policy მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სათაურით "გავხადოთ საქართველო კვლავ დიდებული" (Make Georgia Great Again - დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანის Make America Great Again - გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული-ს მსგავსად).

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს მთავრობისათვის რეფერენდუმია. სააკაშვილი წერს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის 61.36%-მა ხმა მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა არა მისი და ივანიშვილის ფაქტორი, არამედ ეკონომიკაა.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვით ქართველების 62%-მა მთავარ პრობლემად უმუშევრობა, მმართველი პარტიის შეუსრულებელი დაპირებები და ეკონომიკის ზოგადი გაუარესება დაასახელა. კონტრასტისათვის ჩემს პარტას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, საფრთხედ მხოლოდ 3% აღიქვამს."

"აპრილში ქართველების 67% თანხმდებოდა, რომ "საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის". 2012 წელს ჩემი პარტიის ყველაზე დაბალი პოპულარობის დროსაც კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 31% იყო."

"ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს 2013 წელს ერთი დოლარის ყიდვა 1.60 ლარით იყო შესაძლებელი, ახლა კურსი 2.80-ია. მიუხედავად იმისა, რომ გარეშე ფაქტორებმა, როგორიცაა სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება, ლარის 75%-ით გაუფასურება გამოიწვია, "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ფისკალური პოლიტიკა ქვეყანაში ინფლაციის მთავარი მიზეზია." წერს ის.

სააკაშვილი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის საზოგადოების აღშფოთებას კორუფციის და უსამართლობის თაობაზე. ის ახსენებს რუსთავი 2-ის რეპორტაჟს ირაკლი სესიაშვილის ქონების შესახებ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამის გამართლებას. სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ ეს ქართველებისათვის დიდი იმედგაცრუებაა.

სააკაშვილის თქმით "ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო ჰქონდა დაპირებების შესასრულებლად, თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ:

"მე საქართველოს გარეთ ვცხოვრობ 5 წელია, სანამ მმართველმა პარტიამ ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტზე კონტროლის კონსოლიდაცია მოახდინა. ჩემმა ადმინისტრაციამ ააშენა ეს ინსტიტუტები და "ქართულმა ოცნებამ" დაანგრია. "ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო და რესურსები ჰქონდა 2012 წელს ამომრჩევლებისათვის მიცემული პირობების შესასრულებლად, მაგრამ პოლიტიკური ნება აკლდათ." წერს სააკაშვილი.

'.$TEXT['print'].'