ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება
ავტორი: გურიის მოამბე
ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება, რაც ერთგვარად დასაქმებას შეუწყობს ხელს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰაბშისხვადასხვა საპოლიციო სისტემა იქნება გაერთიანებული.

„პარლამენტის შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რითაც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის და ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც“,–განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

'.$TEXT['print'].'