რუსეთის დელეგაცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ დაპატიჟეს
ავტორი: გურიის მოამბე
რუსეთის დელეგაცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ დაპატიჟეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რუსეთის დელეგაცია არ დაესწრება, რადგან მათ მოპატჟება არ გაეგზავნათ. 

როგორც "2020NEWS"-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველომ რუსეთს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვევა არ გაუგზავნა,  რადგან ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნიათ და ინაუგურაციაზე კი მოწვეულები არიან მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ.  

ცნობისათვის, 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი დაესწრო, 2008 წლის ინაუგურაციას  კი - სერგეი ლავროვი.  

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება და მას დაესწრებიან:  სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის  ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ანსამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუას სეიმის  სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი, მოლდოვის ვიცე-პრემიერ მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის სააემიროების  კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნული ანსამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, "სუამის" გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან იუესადიის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საპატიო ემისარი.

 

'.$TEXT['print'].'