" სადაც სააკაშვილი ამბობს -ვაშაძეა პრეზიდენტიო, არცერთ აქციაზე არ მივალთ"
ავტორი: გურიის მოამბე
" სადაც სააკაშვილი ამბობს -ვაშაძეა პრეზიდენტიო, არცერთ აქციაზე არ მივალთ"

"რესპუბლიკური პარტია" ხვალ თელავში დაგეგმილ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს. 

“16 დეკემბრის აქციას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევუერთდებით. ჩვენ არც  ფილარმონიაში ვყოფილვართ, არც 2 დეკემბრის აქციაზე - მიტინგზე, სადაც სააკაშვილი აცხადებდა - მივესალმოთ პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძესო. ეს ჩვენი მხრიდან პროგნოზირებადი იყო. ბუნებრივია, ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. რაც შეეხება პროპორციულ სარჩევნო სისტემას, ამაში “რესპუბლიკელები” ისევე, როგორც სრულიად საქართველოს ოპოზიცია, ერთიანები ვართ და ვაშაძის მიერ გამოცხადებულ მიდგომას ჩვენც ვიზიარებთ... მინიმუმ ერთი წელიწადი სჭირდება ჩვენი კონსტიტუციით მის მიღებას, დღესვე რომ დაიწყოს ხელისუფლებამ ზრუნვა. ამიტომ ვადამდელი არჩევნები ნაკლებად რეალისტურია. მთავარი და არსებითი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წელს”, - ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი. 

შეგახსენებთ, "რესპუბლიკურმა პარტიამ" საპრეზიდენტო არჩევნებში, "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი.

'.$TEXT['print'].'