"ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იგლეჯენ ხვალისთვის თმებს "ქოცები"
ავტორი: გურიის მოამბე
"ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იგლეჯენ ხვალისთვის თმებს "ქოცები"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს პასუხი არ აქვს.

"მე და კონსტანტინე ვაგრძელებთ პროტესტს მთავარ პროკურატურასთან. სხვათაშორის, მოგიყვებით - როდესაც 4 ნოემბერს ჩვენმა ადვოკატმა მიმართა მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს, რა სტრატეგია ჰქონდათ გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო, 30-ე დღეს, ასე უპასუხეს: ჯერ გავიდეს ხანდაზმულობის ვადა და პასუხს მერე გეტყვითო!!! წარმოგიდგენიათ? - ეს დაახლოებით იგივეა, სახანძროში რომ დარეკო და გითხრან, მოიცათ, ჯერ ბოლომდე დაიწვას და მერე რამეს მოვიფიქრებთო! აი, ასეთ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ. ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იგლეჯენ ხვალისთვის თმებს "ქოცები,“- წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა - ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა გუშინ, 14 დეკემბერს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას მოითხოვენ, რადგან ორ კვირაში, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე იხურება.

2020news.ge

'.$TEXT['print'].'