"სააკაშვილი მარცხის ფორმულაა, სანამ არის სააკაშვილი, მანამ იქნება ოპოზიცია დამარცხებული"
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილი მარცხის ფორმულაა, სანამ არის სააკაშვილი, მანამ იქნება ოპოზიცია დამარცხებული"

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილს "მარცხის ფორმულას" უწოდებს. "სააკაშვილი მარცხის ფორმულაა. სანამ არის სააკაშვილი, მანამ იქნება ოპოზიცია დამარცხებული. სანამ აქვს სააკაშვილს პრეტენზია ოპოზიციის ლიდერობის, წამყვანი ოპოზიციური პარტიის თუ ბლოკის ხელმძღვანელობის, მანამდე ეს პოლიტიკური ძალა განწირულია მარცხისთვის", - განაცხადა "ახალ თაობასთან" საუბარში დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, "ივანიშვილი არის სააკაშვილის სპრანგ-პარტნიორი. ის არის მზად, გავიდეს რინგზე. სააკაშვილს კოალიცია კი არ უნდა სამომავლოდ, სადაც თუნდაც მისი პარტია იქნება ყველაზე მეტი გავლენის მქონე, არამედ მისი ამოცანა არის ერთმმართველობა. მას არჩევნები უნდა როგორც ინსტრუმენტი საკუთარი უკონტროლო ხელისუფლებისთვის. ქართული საზოგადოების ამოცანა კი სხვა არის”, - აცხადებს "რესპუბლიკელების" ლიდერი.

მისივე თქმით, "გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს სააკაშვილთან გამიჯვნა მოუწევთ. “მისი გუნდის წევრებს, ადრე თუ გვიან, მასთან გამიჯვნა ან პოლიტიკიდან სახლში წასვლა მოუწევთ. ეს ძალიან მარტივია. ერთმანეთთან არათავსებადია სააკაშვილი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები. მე სააკაშვილისთვის მხარი არ დამიჭერია არც პიროვნულად და არც პარტიულად. პირველი ტურის დამთავრებისთანავე, “რესპუბლიკურმა პარტიამ” ოფიციალურად დავუჭირეთ მხარი მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს - ვინც არ უნდა ყოფილიყო პროდასავლური კანდიდატი, მას დავუჭერდით მხარს - თუ ბაქრაძე იქნებოდა, მხარს ბაქრაძეს დავუჭერდით”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

'.$TEXT['print'].'