ინაუგურაციაზე, ე.წ. ძველი გვარდია არ მიიწვიეს
ავტორი: გურიის მოამბე
ინაუგურაციაზე, ე.წ. ძველი გვარდია არ მიიწვიეს

ქართული ოცნების ყოფილ წევრებს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოსაწვევი არ მიუღიათ. 

ისინი პარტიის ლიდერმა პოლიტიკურ ასპარეზზე წინასაარჩევნოდ გამოიყვანა, თუმცა, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აღარ გაახსენდათ. 

როგორც ომარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, უნდა გაირკვეს, ვინ ცდილობს, რომ ძველი გვარდია პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშოროს. მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ალბათ, მიწვეული არ ვიქნები, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა, მეც ვყოფილიყავი მიწვეული, არ დაშავდებოდა არაფერი. თუმცა, არ გაფუჭდება არაფერი, რომ არა ვარ იქ მიწვეული. დიდი იმედი მაინცდამაინც არ მქონდა, რომ იქ მიმიწვევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძველმა გვარდიამ საკმაოდ კარგი როლი ვითამაშეთ მეორე ტურისთვის ამ არჩევნებში. მე უნდა გავარკვიო, ვინ არის ის ძალა, თუნდაც ჩემს პარტიაში, ჩემს დაფუძნებულ პარტიაში, რომელიც ცდილობს, მე გვერდზე გამწიოს. ჩემზე, ომარ ნიშნიანიძეზე, კი არ არის ლაპარაკი ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენი, თუნდაც, 2012-იანები, მე 2012-დან კი არა, უფრო ადრიდან მოვდივარ, ქართული აკადემიის წევრი ვიყავი მანამდე,“ - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

'.$TEXT['print'].'