"სააკაშვილი ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორია"
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილი ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორია"

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორია.

“პოლიტიკის ფორმები ივანიშვილმა ვერ ისწავლა, არც სურს ისწავლოს და რა თქმა უნდა, ერთადერთი შესაძლო პოლიტიკა - ეს მტრის ხატზე აგებული პოლიტიკაა! მეორე მხრივ, სანამ სააკაშვილი იქნება ასეთი აგრესიული და სანამ მას ექნება წამოცდენები, რომელსაც მერე დავარცხნიან ხოლმე მისი მხარდამჭერები, სანამ ის იძლევა ბრძანებებს, რომ ხან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს, ხან ამბობს, რომ გლოვის დრო არ არის და ბრძოლის დროა - მოკლედ, სხვადასხვა ფორმით რევოლუციას აანონსებს, - ასეთ პირობებში სააკაშვილი ივანიშვილის სპარინგ-პარტნიორია... სააკაშვილი და ივანიშვილი ამ დაპირისისპირების უფროსები არიან, წვრილფეხობა კი ისაა, რასაც პარლამენტში ვხედავთ”, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეალური მხარდამჭერი 300-350 ათასი ადამიანია. “ჩემთვის მთავარია ის, რომ ამ 800 000 ამომრჩევლის შენარჩუნება არ არის სწორი ამოცანა. ილუზიაა, რომ 800 000 ხმა არის სააკაშვილისა და ვაშაძის ერთობლივი ხმები. ეს არის მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული ხმებია. ამ ქვეყანაში სააკაშვილს ჰყავს დაახლოებით 300-350 ათასი ამომრჩეველი. 800 000 ხმას ვერც მიშა და ვერც ვერავინ ვეღარ წაიღებს - ეს არის ანტიბიძინას ხმები, რომელიც ხელახლა ვერ შეიკრიბება”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი.

'.$TEXT['print'].'