"ის მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ის მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს"

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას ეხმაურება. "ოცნების" გუნდის ყოფილი წევრის განცხადებით, ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლე სია არის "ბიძინა ივანიშვილის გულის ნადები". 

სანიკიძის შეფასებით, საქმე გვაქვს ხელისუფლების უზურპაციასთან.

„ის, ფაქტობრივად, მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს, რომლებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, რომლებსაც უნდოდათ ამ მოსამართლეების გაყვანა,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება გუშინ  გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

'.$TEXT['print'].'