THE NEW YORK TIMES-ი ბათუმს აუცილებლად სანახავ ადგილად ასახელებს
ავტორი: გურიის მოამბე
THE NEW YORK TIMES-ი ბათუმს აუცილებლად სანახავ ადგილად ასახელებს

The New York Times-მა 2019 წლის ტურისტული გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელშიც, მსოფლიოს 52 ქვეყანა და ქალაქი არის შესული. რიგითობის მიხედვით, პირველ ადგილზე პუერტო რიკოა, მეორეზე - ინდოეთის ჰამპის პროვინცია, მესამეზე კი, კალიფორნიის სანტა-ბარბარას მხარეა. სიაში 38-ე ადგილზე მოხვდა ბათუმიც.

“საქართველოს დედაქალაქ თბილისში გასული ათწლეულის განმავლობაში ტურიზმის ბუმი იყო. თუმცა, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ბათუმი, უცხოელ ვიზიტორებს სრულიად განსხვავებულ სანახაობას სთავაზობს. პატარა ქალაქი გარშემორტყმული მთებით და ქვიანი სანაპიროთი, აღმოჩენას წარმოადგენს. ქალაქი რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეთათვის კარგად ცნობილი დასასვენებელი ადგილია, გარდაუვალია ის, რომ ბათუმი დანარჩენი მსოფლიოს ვიზიტორებისთვისაც აღმოჩენა გახდეს,” - წერია სტატიაში.

აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ასევე შევიდა კატარის დედაქალაქი დოჰა, მარსელი, ვაიომინგის შტატი, ლოს-ანჯელესი, სენეგალის დედაქალაქი დაკარი, ჰონგ-კონგი, უზბეკეთი, ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი, ირანი და სხვა ადგილები.

http://www.bm.ge

'.$TEXT['print'].'