"დამარცხებული ბევრი გვინახავს, გამარჯვებული ქვეყანა არა"
ავტორი: გურიის მოამბე
"დამარცხებული ბევრი გვინახავს, გამარჯვებული ქვეყანა არა"

"პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროტესტი მოსამართლეთა სიის თაობაზე კარგია. თუმცა, ვფიქრობ, მისი ვექტორი მცდარი და ფსევდო-შედეგის მომტანია. პრობლემის სათავე ამ სიაში კი არ არის, დამკვეთის მიერ იუსტიციის საბჭოსთვის შეთავაზებულ შერჩევის ალგორითმშია, რომელიც სისტემაში ვერტიკალური დაქვემდებარების პოლიტიკურ სტრუქტურას გულისხმობს. ეს სია რომც გაუქმდეს, ალგორითმი თუ იგივე დარჩა, შეიძლება უკეთესად შენიღბულს, მაგრამ უარეს სიას მივიღებთ. ამიტომ ამოცანაა დამკვეთის ჩამოშორება პროცესიდან და შერჩევის ალგორითმის შეცვლა. შესაბამისად, არსებული იუსტიციის საბჭოს გახვეტა.
სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი წყლის ნაყვაა და შედეგს ვერ მოიტანს.
ბრძოლის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი შედეგის მიღება და არა პოლიტიკურად ვიღაცის დამარცხება. დამარცხებული ბევრი გვინახავს, გამარჯვებული ქვეყანა არა".

ექსპერტი, გია ხუხაშვილი. ფეისბუს პოსტი. 

'.$TEXT['print'].'