მონადირეთა აქცია ლანჩხუთში-რატომ არ ხვდება მათ ლანჩხუთის მერი?
ავტორი: გურიის მოამბე
მონადირეთა აქცია ლანჩხუთში-რატომ არ ხვდება მათ ლანჩხუთის მერი?

ათეულობით მონადირე და მეთევზეა შეკრებილი ამ წუითებში ლანჩხუთის მერიის წინ და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადამფრენ ფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათ ნადრობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევებ და ჯარიმებს უწერენ. 

მონადირეები აცხადებენ, რომ თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა და მათ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის საშუალება არ მიეცემათ, რაც მხოლოდ ერთი თვე გრძელდება ზამთარში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

აქციის მონაწილეებთან ლანჩხუთის  მერი ჯერ ჯერობით არ გამოჩენილა, რასაც მონადირეები დილიდან ითხოვენ, ალეკო სარიშვილს არც კომენტარი არ გაუკეთებია. 

'.$TEXT['print'].'