"არ შეიძლება ყველაფერს ქვეყანაში გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი წყვეტდეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"არ შეიძლება ყველაფერს ქვეყანაში გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი წყვეტდეს"

ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება ერთი ადამიანი წყვეტდეს აბსოლუტურად ყველაფერს ქვეყანაში. მითუმეტეს, თუ ის ერთი არ არის არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არის გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა, რომელიც არასოდეს, არც ერთი ხელისუფლების დროს არ მორიდებია თავისი პოზიციის დაფიქსირებას. 

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს რაღაც ბალანსი, მაგალითად, უნდა იყოს არა ორი მთავარი ძალა, არამედ სამი, ოთხი და მეტი. 

თანამედროვე სამყარო მოითხოვს, რომ ამ პოლიტკური თამაშებიდან როგორღაც გამოვიდეთ, ეს არის მოჯადოებული წრე. ქვეყანა, სადაც ოპოზიცია მტრად და მოღალატედ აღიქმება, არ შეძლება იყოს განვითარებული. 

მშიერი ხალხი ამას უყურებს, მართალია დაიღალა, მაგრამ მიაჩვია კიდეც. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნიშნები დაბლა მიიწევს. 

ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. ახალი წლის შეხვედრას ვუყურე ტელევიზიით, კატასტროფაა, ჩვენი მომღერლები ფრედი მერკურის სიმღერებს მღერიან ფონოგრამაზე, მარაზმი და მაიმუნობაა ეს.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში მილიონამდე მშიერი ადამიანია და სახელმწიფო ამ უხარისხობაში ხარჯავს ფულს, არასწორია. 
მთავრობაში კრიზისია, ვიღაცებს რიცხავენ პარტიიდან, ერთმანეთს უპირისპირდებიან, არაფერს აკეთებენ... ამ ყველაფრის ფონზე, საჭიროა რომ დაიწყოს ცვლილებები. 

სადაც არ არის გამჭვირვალობა, იქ არ არის სამართალი. სახელმწიფო იმისათვის არსებობს, რომ მაქსიმალური მოგება მოუტანოს ქვეყანას და იქ მცხოვრებ ადამიანებს. 

მე უკვე მომბეზრდა ამ ყველაფრის ყურება. ჩემს საქართველოსთან ერთად, მეც მომემატა წლები და საკმაოდ მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს აქ ხდება.
 ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, არ შეძლება ერთი ადამიანი წყვეტდეს აბსოლუტურად ყველაფერს ქვეყანაში. მითუმეტეს, თუ ის ერთი არ არის არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არის გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი. 
ჩვენ სულ სხვა საფრთხე გვემუქრება, მაგალითად, ოკუპაცია, შავ ზღვაზე ომი, შიმშილი და ა.შ. 

რაღაცნაირად ისევ რუსების სატელიტი ვართ, ვის ვეჯიბრებით, თითქოს ევროპა გვინდა, მაგრამ არ გვეტყობა ეს პრაქტიკაში. პროვინციალური ქვეყანა გავხდით. 
ჩვენი მტერია ასევე, სახელმწიფო კორუფცია. ესენი აკონტროლებენ ბიზნესს. თავისუფლების ხარისხს რაც შეეხება, უკიდურესად დაბალია. რომ გინდოდეს რამის გაკეთება, ნებისმიერ შემთხვევაში ხელები ჩამოგეშვება. მოკლედ რომ ვთქვათ, საშინელ დღეში ვართ.
'.$TEXT['print'].'