რაზე შეუთანხმდა ლანჩხუთის მერი აქციის მონაწილე მონადირეებს?
ავტორი: გურიის მოამბე
რაზე შეუთანხმდა ლანჩხუთის მერი აქციის მონაწილე მონადირეებს?

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი აქციაზე შეკრებილ მონადირეებს შეხვდა და მათთვის საინტერესო საჭირბოროტო საკითხებზე თითოეულ მათგანს პირადად გაესაუბრა-ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მერიის პრესცენტრში უთხრეს. 

მათი განცხადებით, აქციის მონაწილეებთან მოხდა შეთანხმება, რომ მერი  მათ შუამდგომლობას გაუწევს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან დასაკავშირებლად, რათა ერთობლივად განიხილონ აქციის მონაწილეთა წინადადებები.

ცნობისთვის, ათეულობით მონადირე და მეთევზე ლანჩხუთის მერიის წინ დილიდან შეიკრიბა და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადამფრენ ფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებას მოითხოვდნენ.

მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათ ნადრობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევებ და ჯარიმებს უწერენ. 

მონადირეები აცხადებდნენ, რომ თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა და მათ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის საშუალება არ მიეცემათ, რაც მხოლოდ ერთი თვე გრძელდება ზამთარში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ. 

'.$TEXT['print'].'