"არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი"
ავტორი: გურიის მოამბე
"არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი"

„ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს ერთპიროვნულად მართოს როგორც სასამართლო, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი, რომელიც მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს სასამართლო ერთპიროვნულად მართოს, ისევე როგორც უნდა მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს",- განაცხადა რატიანმა.

'.$TEXT['print'].'