"ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ...ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შემოქმედება"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ...ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შემოქმედება"

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეკა ბესელიას თანადგომას უცხადებს. ხუნდაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეჭვს იწვევს დამკვეთი. ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობაზე" მიანიშნებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში"ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ" .

"თანადგომა მინდა გამოვუცხადო ეკა ბესელიას. ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრი, რომელსაც პოლიტიკური წარსულის დიდი დამსახურება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც თუნდაც ჩვენი გუნდის წევრები არ ჩანდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეკა ყოველთვის იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ასე რომ, არათუ ვუსმენ, არამედ თანადგომას ვუცხადებ. როგორც ვიცი ეკა ბესელიას შს მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია აქვს და რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცხადია, ყველა ვერსია დამუშავდება, თუმცა ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საკითხი. რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს დამკვეთი, ვისთვისაც მახასიათებელი იყო ბრძოლის ასეთი ამორალური და ბინძური მეთოდები. ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ. გახსოვთ ალბათ ცოლი ქმარს არ ესაუბრებოდა, სანამ მობილურს არ დაშლიდნენ. აი, ეს არის მძიმე რეალობა. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შემოქმედება, რომელიც ძალიან მძიმე რეალობას ქმნის" განაცხადა ხუნდაძემ​პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"

'.$TEXT['print'].'