"ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში"
ავტორი: გურიის მოამბე
"ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში"

ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ ალბათ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. თუმცა, ყველანი აღზრდილები ვართ, მშობლები გვასწავლიან და ვიცით, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბილწსიტყვაობა, თუ ეს ხულიგნობა არ არის, როგორც ამას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმა ახასიათებს, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, დასჯადი არ უნდა იყოს.

„ახლა მე და თქვენ რომ უცებ შლეგები გავხდეთ და ღია ეთერში ბილწსიტყვაობა დავიწყოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იქნება, მაგრამ ბილწსიტყვაობა, თუ ეს ხულიგნობა არ არის, როგორც ამას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმა ახასიათებს, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, დასჯადი არ უნდა იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

'.$TEXT['print'].'