რატომ არიან გაღმა დვაბზუში პოლიციელები მობილიზებულები?
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ არიან გაღმა დვაბზუში პოლიციელები მობილიზებულები?

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს გაღმა დვაბზუს ცენტრში, სადაც პოლიციელთა გარკვეული ნაწილიცაა მობილიზებული. 

ადგილობრივები პროტესტს "ასფალტის ქარხნის"-გან დაბინძურებული გარემოს გამო გამოხატავენ, სამართალდამცველები კი იმისთვის არიან მობილიზებულები, რომ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცენ. 

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქარხნის ფუნქციონირება პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს, ძირითადად გარემოს დაბინძურების მხრივ.

რამდენიმე ათეული დვაბზუელი, რომელიც აქციაზეა შეკრებილი აცხადებს, რომ ქარხნის ამოქმედების შემდეგ, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნა, სუფთა გარემო და ჰაერია.

"ნიუ როადის" ასფალტის ქარხანა რამდენიმე წელია სოფელ დვაბზუში ფუნქციონირებს, მასში 30 მდე ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნული ქარხანა, მიკსი ხელმძღვანელების მტკიცებით მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აგებული, საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს და ის 8 მილიონი ევრო დაჯდა. 

 

'.$TEXT['print'].'