"გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს" - ბესელია კალაძეს
ავტორი: გურიის მოამბე
"გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს" - ბესელია კალაძეს

ეკა ბესელია კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და ურჩევს "გამოვიდეს მშობლის როლიდან". ეკა ბესელიას თქმით, მათ გაიარეს ის გზა, რომელიც სხვა რეგისტრში საუბრის უფლებას აძლევთ.

„გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. მე ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს - მე მგონია, რომ კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომლებმაც გუშინ გაიღვიძეს და გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ" - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გააკეთა.

'.$TEXT['print'].'