"თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფ. გოჩა ბარნოვი გარიცხეს- გააგდეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფ. გოჩა ბარნოვი გარიცხეს- გააგდეს"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფ. გოჩა ბარნოვი გარიცხეს- გააგდეს, საბჭოურ ფორმებით: გაკიცხეს აკადემიურ საბჭოზე, რომელიც საბჭოური პარტკომის სხდომას უფრო ჰგავდა შინაარსით. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი გოჩა ბარნოვი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი, ათენის უნიერსიტეტის კურსდმთავრებული, მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის არაღიარება საქართველოს ეკლესიაზე რუსულ გავლენებს დაადასტურებს.

მე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, იგივე ამ აკადემიის კურსამთავრებული ირაკლი ჭიღლაძე, სწავლის პერიოდში ამ სასწავლებლის ერთადერთი სტიპენდიანტი (კომპანია ემიგრანტის მიერ სას. აკადემიისათვის გამოყოფილი წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სტიპენდიის მფლობელი), ვადასტურებ, რომ არათუ გოჩა ბარნოვი, თავად თბილისის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს თავისი ქმედებებით, რომ ისინი რუსული ძალების სამსახურში დგანან და რეპრესიული მეთოდებით სჯიან განსხავებული პოზიციის ადამიანებს. მე მოვუწოდებ მედიას და უფლებადამცველებს დაინტერესდნენ არსებული სამარცხვინო ფაქტით. იმ პირობებში, როდესაც უცხოეთში მიღებული თეოლოგიის დოქტორის წოდებით სულ ორიოდე პროფესორი ჰყავს თბილისის აკადემიას (ამას ემატება რამდენიმე წლის უკან ილარიონ ალფეევის მიერ ჰაერზე დარიგებულ თეოლოგიის დოქტორის წოდებების მქონე ათიოდე პირი), გოჩა ბარნოვის გარიცხვა ამ სასწავლებლის პროფესურიდან არის სწორედ რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობა საქართველოს ეკლესიაში. ასევე მე ვაცნობიერებ, რომ ჩემს მხარდამჭერ წერილს მოჰყვება დიდი ზეწოლა შესაბამისი ძალების მხრიდან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ ეს არ დარჩება სათანადოდ პასუხგაუცემელი. დროა, რუსული გავლენები დასრულდეს საქართველოს ეკლესიაზე. აქვე შევნიშნავ, რომ ამ დღეებში პატრ. კირილეს იუბილეზე სხვა მიწვეულ უცხოელ და ქართველ სტუმრებთან ერთად "ბრძანდებოდა" ცნობილი აფხაზი სეპარატისტი მღვდელი ბესარიონ აპლია, აფხაზეთის ეპარქიის დე-ფაქტო მმართველი. ველით საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ღირსეულ ქმედებებს."

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

'.$TEXT['print'].'