კახა კალაძე „მილანში" „ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს
ავტორი: გურიის მოამბე
კახა კალაძე „მილანში" „ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს

თბილისის მერი კახა კალაძე „მილანის" გუნდში ითამაშებს საქველმოქმედო მატჩში „ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელიც 23 მარტს „ენფილდზე" გაიმართება, ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის" საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კალაძესთან ერთად მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომელთა გვერდით ქართველმა მცველმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ესენი არიან წარსული წლების ლეგენდები პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო, კაკა, ჯენარო გატუზო, რუი კოშტა, იაპ სტამი და სხვა.

'.$TEXT['print'].'