გიორგი ვაშაძე დამნაშავეთ სცნეს და 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
ავტორი: გურიის მოამბე
გიორგი ვაშაძე დამნაშავეთ სცნეს და 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაასრულა და გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.

გამოძიება პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი ვაშაძესა და ნიკა მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდა.

გურჯაანის სასამართლომ, ნიკა მელიას ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია დაადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.

პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულებს შორის ერთ-ერთი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კირკიტაძეა.

'.$TEXT['print'].'