"ვერასოდეს ვერ ვიგებ ხელისუფლების ლოგიკას, რატომ მიდიან ყოველთვის თვითმკვლელობამდე!"
ავტორი: გურიის მოამბე
"ვერასოდეს ვერ ვიგებ ხელისუფლების ლოგიკას, რატომ მიდიან ყოველთვის თვითმკვლელობამდე!"
პოეტი რატი ამაღლობელი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს:
"ჩვენს ქვეყანაში კარგი არაფერი, პირიქით, სამარცხვინო ამბები ხდება! საქართველოში ყველა ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის ღირებულება აქვს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფო და სახელმწიფოში სამართლიანობის პრინციპი, ყველა თანხმდება, რომ ეს არის უპრეცედენტოდ სამარცხვინო რამ, რასაც ხელისუფლება აკეთებს სასამართლოსთან მიმართებაში. ეს არის ცალსახა შეფასება, აქ ორი აზრი არ არსებობს!

ხელისუფლების კლანიდან გამონაკლისია რამდენიმე ადამიანი, მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობაც კი არ არის ერთ აზრზე! ეს ძალიან იშვიათი რამეა მათთვისაც კი! ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ სამარცხვინო რამ არის და ამას სხვა ინტელექტუალური ფრაზეოლოგიით ვერ შეაფასებ! თავის მომჭრელია რამეა! ზოგიერთი პატარა ასაკისაა და ვურჩევ მათ მშობლებს, მეგობრებს დებს და ძმებს ასწავლონ, რაღაც უთხრან, რომ ამ ადამიანებს მომავალი აქვთ, უნდა იცხოვრონ და გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა ამ ქვეყანაში! ძალიან სავალალოა ასე რომ დაასრულონ პოლიტიკური კარიერა! ახლობლებმაც უნდა უთხრან, გარდა საზოგადოებრივი ზეწოლისა, ვინც კი გულშემატკივარი ჰყავთ პიროვნულად, ინდივიდუალურად! რაღაც სიტყვა უნდა შეაშველონ! საზოგადოებრივი ზეწოლა კი ვფიქრობ გაიზრდება!

ვერასოდეს ვერ ვიგებ ხელისუფლების ლოგიკას, რატომ მიდიან ყოველთვის თვითმკვლელობამდე! ვერ ავხსნით, მაგრამ ფაქტია, რომ მიდიან! ხელისუფლებაში რომ მოხვდებიან, მერე საერთოდ ავიწყდებათ რაიმეს ახსნის სურვილი და აბსოლუტურად ზომბირებული ხდებიან! " - აცხადებს ამაღლობელი.

'.$TEXT['print'].'