ბუკისციხე - ზემო სურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ბუკისციხე - ზემო სურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6,5კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ღირებულება 2,571,352 ლარს შეადგენს და სამუშაოებს კომპანია “New Road”- ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების დასრულებას ვადაზე ადრე გეგმავენ.

გზის სამშენებლო სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

'.$TEXT['print'].'