" სააკაშვილმა კიდეც გააკეთა და კიდეც გააფუჭა და რაც მიშამ გააფუჭა ის ბიძინამ გააძლიერა"
ავტორი: გურიის მოამბე
" სააკაშვილმა კიდეც გააკეთა და კიდეც გააფუჭა და რაც მიშამ გააფუჭა ის ბიძინამ გააძლიერა"

გუბაზ სანიკიძემ დღევანდელ სასამართლო სისტემასა და სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველობის ავკარგიანობაზე "tv კავკასიის" ეთერში ისაუბრა:

"რობოტები გაკეთა ბიძინამ და რობოტებთან გვაქვს საქმე, კაცს თუ არაქვ სინდისი,ნამუსი,არ რცხვენია, მორდორია რა, ჩვეულებრივი ორკები არიან. თან ეს რა უბედურებაა მიიღეს ცეკას დადგენილება,ვინც ჩვენ გაგვაკრიტიკებს, ყველა ხართ "მიშისტი"- ალოო...გამოფხიზლდი ბიძინა...

ყველა ხელისუფლება,მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობა ფასდება ორმხრივად, რა გააკეთა და რა გააფუჭა. სააკაშვილმა გააკეთა კიდევაც და გააფუჭა კიდევაც და რაც მიშამ გააფუჭა ის ბიძინამ გააძლიერა,გაამდიდრა,გააღრმავა ეს შეცდომები.მურუსიძე მიშას დროს იყო რიგითი ჯალათი და ეჭვი მაქვს ვინმეს დაეწინაურებინა,ბიძინამ კი ის დააწინაურა და აქცია სახელმწიფო ჯალათად.რაც გააკეთა კარგი მიშამ იმას კი აფუჭებს ეს მთავრობა,აი ეს მოცემულობა გვაქვს დღეს"- განაცხადა სანიკიძემ

'.$TEXT['print'].'