"ბატონო ბიძინა, მე გეტყვი სიმართლეს...თქვენ გაშვებაზე ხალხი შეთანხმებულია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ბატონო ბიძინა, მე გეტყვი სიმართლეს...თქვენ გაშვებაზე ხალხი შეთანხმებულია"

საქართველოს ისტორია ბიძინათი დამთავრდეს... ამისთანა ჩამორჩენილი ეპილოგი არ ეკადრება ქვეყანა - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ კავკასიის ეთერში განაცხადა, მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული მოახლოებულია და ეს მოთხოვნა თავად ხალხშია.

„საქართველოს ისტორია არი დიდი პიესასავით, დრამატული პიესასავით... ახლა ამნაირი ჩამორჩენილი ეპილოგი, რომ ბიძინაზე დამთავრდეს, არ ეკადრება ამ ქვეყანას. როგორ ახლა, ფარნავაზით დაიწყო და ბიძინათი დამთავრდება? არ იქნება ასე...

ბატონო ბიძინა, მე გეტყვი სიმართლეს. ხო იცი სიმართლე სად ითქმება? - პანაშვიდზე. ხოდა, სადაც მივედი, თქვენ გაშვებაზე ხალხი შეთანხმებულია, ახლა მათი საფიქრალი ისაა, მიშა რო დაბრუნდება რა იქნება..“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანა „კავკასიის“ ეთერში დავით აქუბარდიასთან.

'.$TEXT['print'].'