სუსის მიერ დაყადაღებული 306 მიწის ნაკვეთი ოზურგეთში-ყველაზე მეტი მიწა ლაითურსა და შრომაში გაიყიდა
ავტორი: გურიის მოამბე
სუსის მიერ დაყადაღებული 306 მიწის ნაკვეთი ოზურგეთში-ყველაზე მეტი მიწა ლაითურსა და შრომაში გაიყიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მოთხოვნით, თბილისი საქალაქო სასამართლომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მერაბ ჭანუყვაძის მმართველობის პერიოდში აუქციონებითა და სხვადასხვა წესებით გაყიდული და გასხვისებული ყველა, ჯამში 306  მიწის ნაკვეთი დააყადაღა.

მათ შორის აბსოლიტური უმრავლესობა აუქციონის წესითაა გასხვისებული. ამ მიწის ნაკვეთებიდან, როგორც ჩვენ გასულ თვეებში ვწერდით, ორი, შრომის თემში არსებული ნაკვეთი, სასამართლოს გადაწყვეტილებით გასული წლის მიწურულს დაყადაღდა. 

როგორც უშიშროებიდან "გურიის მოამბეს" აცნობეს, დაყადაღების მიზეზი აღნიშნული მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიების დაწყება გახდა. დაყადაღებული მიწებით კი ლაითური ლიდერობს. 

ჩვენს ხელს არსებული დოკუმენტაციით, თითქმის სოფელი არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც დღეის მდგომარეობით  მიწის ნაკვეთები არ იყოს დაყადაღებული. თუმცა,  ყველაზე ხელსაყრელი მათი აუქციონის წესით შეძენა ძირითადად სამ სოფელში  ყოფილა და ლაითური, შრომა და ნატანები სხვა სოფლებთან შედარებით ლიდერების პოზიციაზე არიან. 

ლაითური - 47 ნაკვეთი
ნატანები - 31 ნაკვეთი
შრომა - 33 ნაკვეთი
ლიხაური - 21 ნაკვეთი
ურეკი - 18 ნაკვეთი
მერია - 18 ნაკვეთი
ნარუჯა 15 ნაკვეთი
დანარჩენ სოფლებში  3, 5, ან მაქსიმუმ 10 მიწის ნაკვეთია გასხვისებული. 

'.$TEXT['print'].'