"ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის" - სანდრა რულოვსი
ავტორი: გურიის მოამბე
"ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის" - სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა.

რულოვსის თქმით, ხელისუფლებას მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმის.

„თვითონ უფრო ეშინიათ მიშასი, ვიდრე რუსული ჩექმის. ხურვალეთში რომ იყო ორი დღის წინ რამდენიმე ჰექტარი მიტაცებული, ვხუმრობდი მიშასთან, უთხარი რა, რომ შენ იყავი ხურვალეთში. ნახევარ საათში, ან ერთ საათში მთელი ჯარი, მთელი სპეცრაზმელები იქ იქნებიან. ასე არ არის? მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

'.$TEXT['print'].'