"სააკაშვილს ჰგონია, წითელი ხალიჩით დახვდებიან, არადა განსასჯელის სკამი დახვდება"
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილს ჰგონია, წითელი ხალიჩით დახვდებიან, არადა განსასჯელის სკამი დახვდება"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ბელგიაში, ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას და იქ მომხდარ პროვოკაციებს აფასებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ილუზიაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხალხი „წითელი ხალიჩით დახვდება“.

„სააკაშვილი მთელს ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა მან ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

'.$TEXT['print'].'