ცხენების ქურდობა ლანჩხუთში-დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი
ავტორი: გურიის მოამბე
ცხენების ქურდობა ლანჩხუთში-დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1955 წელს დაბადებულმა ა.ო. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საძოვრიდან ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილი 2 ცხენი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სოფელ შუხუთის მიმდებარედ არსებულ ფერმაში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ო.-მ ერთი მოპარული ცხენი დაკავებამდე დაკლა და ხორცი სარეალიზაციოდ გაამზადა. მეორე ცხენი კი, პოლიციამ პატრონს დაუბრუნა. სამართალდამცველებმა დაადგინეს თანამზრახველის ვინაობა და მისი დაკავების მიზნით ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

'.$TEXT['print'].'