"გამასამართლეთ, ოღონდ ქვეყანაში შემომიშვით" - სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"გამასამართლეთ, ოღონდ ქვეყანაში შემომიშვით" - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის ამპლუაშიც კი არ სჭირდება.

ეს განცხადება სააკაშვილმა გერმანულ «Deutsche Welle»-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ის როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში გეგმავს დაბრუნებას.

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„პირველი, (რასაც უკრაინის არჩევნებისგან) ველოდები, ის არის, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. გარდა ამისა, ჩემს პარტიას - „ახალი ძალების მოძრაობას“ - პარლამენტის არჩევნებისთვის მოვამზადებ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთზეა გადაბმული. მე არ მაქვს განზრახული ორ სკამზე ჯდომა, მაგრამ გამოწვევები ერთნაირია, მტრებიც ერთმანეთს ჰგავნან და მათი რეაქციებიც ჩემს მიმართ მსგავსია. მათ ორივემ მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ მე ხომ ლტოლვილი არ ვარ. კარგი, გამასამართლეთ თქვენი უსამართლო სასამართლოთი, მაგრამ ქვეყანაში შემომიშვით. არა, იჯექი მანდ, შენს ჰოლანდიაშიო, ჩვენ ციხეში მყოფიც კი არ გვჭირდებიო... მოკლედ, ანეკდოტური სიტუაციაა, ასეთი რამ არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ მომხდარა, რამდენადაც ვიცი, ბოლო ასი წლის განმავლობაში”-აცხადებს სააკაშვილი.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

'.$TEXT['print'].'