"ჭადრების ბაღში", "ვალენტინობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
"ჭადრების ბაღში", "ვალენტინობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს

ოზურგეთში, "ჭადრების ბაღში", „ვალენტინობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც „სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბიროა“.“გურიის მოამბე“ მათ წარმომადგენელს , თეონა სადრაძეს გაესაუბრა:

"ღონისძიების ორგანიზატორია „სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბირო, ხოლო ეს ბავშვები არიან „ევრო კლუბის"  წევრები, რომელიც პოპულარიზაციას უწევს სიყვარულის გავრცელებას, ჩვენი მთავარი მიზანია, ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა და გაზიარება ოზურგეთელებისთვის. მათ შექმნეს თავიანთი ფანტაზიით დეკორაციები, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მიღება , დეკორაციებთან ფოტოების გადაღება, ჩვენ ვითანამშრომლეთ სამხატვრო სკოლის ბავშვებთან, რომლებმაც თემატური ნახატები მოგვაწოდეს და აქვეა გამოფენილი" - გვიამბო სადრაძემ.

შეგახსენებთ, წმინდა ვალენტინის დღე, ანუ სიყვარულის დღე  14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.

'.$TEXT['print'].'