"ახლა დროა მამუკა ხაზარაძემ "დაყაჭოს" ფული" - ოქრუაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ახლა დროა მამუკა ხაზარაძემ "დაყაჭოს" ფული" - ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „თიბისი ბანკის“ სკანდალურ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:  

„ზუსტად 20 წლის წინ შევარდნაძემ პარლამენტში გამოსვლისას გოგი თოფაძეს უთხრა: "დროა ჩემო გოგი ფული დაყაჭო"-ო.

ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ ისტორიას ვიმეორებთ ცოდნის დედასავით.

ეხლა დროა მამუკა ხაზარაძემ "დაყაჭოს" ფული. "დაყაჭვა" ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ბიძინას სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ. მხოლოდ კონდოლიზასთან გადაღებული სურათები ვერ უშველის მაგ საქმეს“- წერს ოქრუაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ.

'.$TEXT['print'].'