"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ივანიშვილს აბრალებენ" - ნონა გაფრინდაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ივანიშვილს აბრალებენ" - ნონა გაფრინდაშვილი

"თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნანა გაფრინდაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ "რაც არ უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ".

"წესით, აზრს ამ საქმის პროფესიონალებს უნდა ეკითხებოდეთ და არა - მე! რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილიდან იყოს შურისძიება, ამის მთქმელს ვურჩევდი, ჯერ საკითხი ძალიან ღრმად შეისწავლოს და ხმამაღლა მერე ისაუბროს! რაც არ უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ! მაშინ დაასაბუთონ

ამხელა სერიოზულ რამეზე არგუმენტების გარეშე საუბარი არ შეიძლება! ასე ხდებოდა, როდესაც ჩვენ ამ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით! რუსეთის ხალხიაო, - ჩვენზე იძახდდნენ და ამ დროს თვითონ იყვნენ იმ ყველაფრის გამკეთებლები, რასაც ჩვენზე ამბობდნენ! მათ ხმა არ აქვთ ამოსაღები, დამნაშავეები არიან და კოჰაბიტაციის წყალობით რომ არ დაისაჯენ, ეს არის ყველაზე ცუდი! საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ცილისწამება და სრულიად მესმის ახლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ რომ ხელს ყველაფერზე უაზროდ იშვერენ!", - აცხადებს გაფრინდაშვილი "კვირის პალიტრასთან".

'.$TEXT['print'].'