გურიის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარ სამმართველოს პოლიციის მაიორი - შოთა ხაჟომია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გურიის პოლიციის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.  

1986 წელს დაბადებულ შოთა ხაჟომიას უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აქვს მიღებული, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა;

2010-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გადამზადების კურსები;

2010 წელს შოთა ხაჟომიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო;

2010-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის ინსპექტორი;

2014-2015 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

2015-2016 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის მე-2 სამმართველოს (აღმოსავლეთის მიმართულება) მე-2 სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპეტორის თანამდებობა;

2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებელი და ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი.

2017 წლიდან ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

'.$TEXT['print'].'