მოსახლეობის ნაწილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება
ავტორი: გურიის მოამბე
მოსახლეობის ნაწილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 ათას 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები – ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან.

ამის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. კერძოდ, თუ მათ 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ფიზიკური პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

'.$TEXT['print'].'