"მამა გიორგი უდანაშაულოა, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ" - მღვდელმონაზონი ანდრია
ავტორი: გურიის მოამბე
"მამა გიორგი უდანაშაულოა, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ" - მღვდელმონაზონი ანდრია

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა ანდრია სარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთულია.

„მამა გიორგის მდგომარეობა არის რთული, არ არის მარტივ ფორმებში. როგორც ცნობილია, მას მარჯვენა კიდურები წართმეული აქვს, სუსტად საუბრობს. პირველ დღეს, როცა დააკავეს, როდესაც დაიწყეს უსამართლობა და მამა გიორგისთვის უსამართლო განაჩენის გამოტანა, მას ჰქონდა იგივე პრობლემები და იგივე სამედიცინო დასკვნა, რაც დღეს არის - ინსულტის ნიშნები. შესაბამისად, დღესაც იგივენაირად, ამ უსამართლობის წნეხის ქვეშ, ნერვიულობის ფონზე ის ამ ყველაფრის მსხვერპლია და არანაირი გარანტია არ გვაქვს იმისა, ხვალ და ზეგ რომ ის ნორმალურად იგრძნობს თავს. სანამ ეს უსამართლო კამპანია მის წინააღმდეგ მუშაობს, მანამდე, რა თქმა უნდა, სიცოცხლესთან დაკავშირებული საშიშროება არსებობს”,-აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, "ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ".

'.$TEXT['print'].'