"არც კი დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი გურიაში"-ბათუმის თეატრის სპექტაკლი 9 წლის გიორგის დასახმარებლად
ავტორი: გურიის მოამბე
"არც კი დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი გურიაში"-ბათუმის თეატრის სპექტაკლი 9 წლის გიორგის დასახმარებლად

ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრის სპექტაკლს „თეთრი ბაირაღები“ უმასპინძლა, რომელიც 9 წლის გიორგი ჩხაიძის დასახმარებლად გაიმართა.
დასის ყველაზე უხუცესმა წევრმა მანუჩარ შერვაშიძემ გვითხრა, რომ როგორც კი გიორგის შესახებ უამბეს, არც კი დაფიქრებულა ისე გადაწყვიტა წამოსვლა გურიაში. 
_ დარწმუნებული ვარ გიორგი გამოჯანმრთელდება და ყველაფერი კარგად ჩაივლის - განაცხადა მსახიობმა.
_ დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ, რათა გვერდით დავუდგეთ 9 წლის გიორგის და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სპექტაკლის ყველა მონაწილეს, ამ დიდი მხარდაჭერისთვის - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
9 წლის გიორგი ჩხაიძემ ავტოავარიის შედეგად მძიმე ტრამვა მიიღო და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

ოფიციალური ინფორმაცია.

'.$TEXT['print'].'