2019 წელს, 4566 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
ავტორი: გურიის მოამბე
2019 წელს, 4566 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის იანვარში საქართველოში და საქართველოდან დეპორტირებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის იანვარში მსოფლიოს 24 ქვეყნიდან მოხდა საქართველოს 245 მოქალაქის დეპორტაცია.

ყველაზე ხშირად იანვარში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, ისევე როგორც წინა წელს, თურქეთიდან (107), ისრაელიდან (82) და გერმანიდან (62) ხდებოდა.

გასულ წელს აღნიშნული ქვეყნებიდან, შესაბამისად, 1788, 813 და 531 საქართველოს მოქალაქე იყო დეპორტირებული.

სულ გასული წლის განმავლობაში კი 35 ქვეყნიდან 4566 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ბანგლადეშის თურქეთის, ინდოეთის და ჰაიტის თითო-თითო მოქალაქე გააძევეს.

სულ საქართველოდან გასულ წელს 26 ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს. დეპორტირებულთა შორის თურქეთის (15), ბანგლადეშის (13) და ირანის (9) მოქალაქეები სჭარბობდნენ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

'.$TEXT['print'].'