აშშ-მ საქართველოს დახმარება 22 მილიონით გაუზარდა
ავტორი: გურიის მოამბე
აშშ-მ საქართველოს დახმარება 22 მილიონით გაუზარდა

2019 წლის ბიუჯეტით აშშ-მ საქართველოს დახმარება 22 მილიონით გაუზარდა, რამაც 127 025 000 მილიონ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტშია ასახული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე აშშ-ის მიერ გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

'.$TEXT['print'].'